რეზონანსი
(12.10.2018)

 პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობის თაობაზე ისაუბრა, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის წყაროსა და კომპანია "ელბიტის" თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის პროექტში მონაწილეობას ეხებოდა. უსუფაშვილი ფარცხალაძის ადვოკატისა და საპარტნიორო ფონდის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს, ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების არევას უკავშირებს.

"ოთარ ფარცხალაძეს რამდენიმე წლის წინ ერქვა კეზერაშვილი. წინა ხელისუფლების დროს იყო ასეთი თანამდებობის პირი, რომელიც თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ 2-3 თვეში ამ ქვეყანაში უმდიდრეს ადამიანად მოგვევლინა. ფარცხალაძეც მთავარი პროკურორის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ისეთივე ტემპებით გამდიდრდა და გაუჩნდა გავლენები ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორც კეზერაშვილს. ასე რომ, კეზერაშვილი და ფარცხალაძე ეს არის ერთი და იგივე ტიპი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქარხანას პროდუქცია ჯერ არ აქვს გამოშვებული, საპრეზიდენტო კანდიდატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ფარცხალაძის პირად ბიუჯეტში ქარხანაში ჩადებული ინვესტიციების ნაწილი მიდის.

ჩაწერა სახელი