რეზონანსი
(12.10.2018)

 საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 105 მილიონი ლარით გაიზარდა. 

მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ვალმა 13,441 მილიარდ ლარს (5,140 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა. 31 აგვისტოს მონაცემებით კი მისი მოცულობა 13, 336 მილიარდ ლარს შეადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია; აზიის განვითარების ბანკი  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია.

კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიმართ ვალი, 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2,835 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; აზიის ბანკის მიმართ ვალი 1,849 მილიარდ ლარზე მეტია; ხოლო ევრობანკის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 2,031 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი კი 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 328 385 000 ლარია.

ჩაწერა სახელი