რეზონანსი
(12.10.2018)

 (რეზონანსი) დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შექმნილი "გორჩაკოვის ფონდი" თბილისში ე.წ. ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი აღარ გაიმართება.

ღონისძიების უშუალო ორგანიზატორი ორგანიზაცია "საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი" იყო.

"სამწუხაროდ, ფორუმის მომზადების პროცესში ჩვენ შევეჯახეთ არამოტივირებული აგრესიის გამოვლინებას ორგანიზატორების მიმართ ცალკეული პირებისა და მასმედიის მხრიდან. სოციალურ ქელებში გვემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით", - წერს "საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი" ფეისბუკზე.

ორგანიზატორების განცხადებით, მათ წინააღმდეგ მედიასაშუალებებმა მოამზადეს სიუჟეტები, ასევე, მათ წინააღმდეგ გაილაშქრეს პოლიტიკოსებმა.

ფორუმი დიდუბე პლაზაში ორი დღის განმავლობაში, 13 და 14 ოქტომბერს, უნდა გამართული.

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმის მიზანი იყო დამსწრეებს დიპლომატია ესწავლათ. მათ გეგმაში ჰქონდათ, პრობლემურ სიტუაციაში მყოფი ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარების მასტერკლასი ჩატარება. ასევე, ფორუმის მონაწილეებს უნდა შეემუშავებინათ საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის გაზრდის მექანიზმები.

 

 

ჩაწერა სახელი