რეზონანსი
(12.10.2018)

 (რეზონანსი) "სოფო სასტიკად არის ნაწამები. საბრალო მისი შვილი კი საწოლში იწვა, რომელიც პოლიციელების თქმით, საძილე საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო", - ამის შესახებ განცხადებას საბერძნეთში მოკლული 23 წლის სოფო შანშიაშვილის (წილკაურის) მეგობარი აკეთებს.

"სოფო სასტიკად არის ნაწამები. როდესაც არ გამოჩნდა მეგობრები მის საცხოვრებელ ადგილზე მივიდნენ, კარი არავინ გაუღო, სახლიდან კი ძაღლის გაბმული წკმუტუნისა და ყეფის ხმა ისმოდა. კარი შეამტრვრიეს და საშინელი ვითარება დახვდათ. საწყალი გოგონა ძირს ეგდო. როგორც თვითმხილვევებმა გვითხრეს, სოფო მკვლელობის მსხვერპლია, მისი ლამაზი სხეუილი სულ ნაწამები და დალურჯებული იყო, საბრალო 1 თვის ჩვილი კი საწოლში იწვა, რომელიც პოლიციელების თქმით, საძილე საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო"- ამბობს გარდაცვლილი გოგოს მეგობარი "ნიუპოსტთან".

საბერძნეთის ქალაქ ათენში ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტების პირველადი ინფორმაციით, სოფო წიკლაური სასტიკად ნაწამებია. გოგონას ორი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ჩაწერა სახელი