რეზონანსი
(14.06.2018)

 მარნეულის მერს, რომელიც არაადამიანური მოპყრობაშია ბრალდებული, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თემურ აბაზოვი უკვე საკანში გადაიყვანეს. ბრალდებულის ადვოკატი აბაზოვის გათავისუფლებას 10 000-ლარიანი გირაოთი ითხოვდა, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა.

მოსამართლის დარწმუნებას სხდომათა დარბაზში თავად აბაზოვიც ცდილობდა. პატიმრობაში მყოფი მერი ამტკიცებდა, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა.

ჩაწერა სახელი