რეზონანსი
(14.06.2018)

 სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას" მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს დისკრიმინაციულს, სექსისტურს და სიძულვილის ენის შემცველს უწოდებს. NGO-ები მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას, ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სადაც იგი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს", - აცხადებენ არასამთავრობოები.

ჩაწერა სახელი