რეზონანსი
(14.06.2018)

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა. IRI-ს მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მამუკა ბახტაძეს პოლიტიკოსთა შორის ცნობადობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მოსახლეობის 55%-მა საერთოდ არ იცის ვინაა მამუკა ბახტაძე.

მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ქუსმიშვილი ჩაანაცვლა. ბახტაძე იქამდე "საქართველოს რკინიგზას" ხელმძღვანელობდა. 

ჩაწერა სახელი