რეზონანსი
(14.06.2018)

 2012 წლის აგვისტოში არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე - ასე უპასუხა დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარით დააფინანსა.

“2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ ის კონვეინური წესი მოქმედებდა, როდესაც არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე - მექანიკურად მიდიოდა საკმაოდ უხეში ჩამოჭრა შემოსავლებიდან. კონკრეტული მექანიზმი თუ როგორ კეთდებოდა ეს, შეუძლია თავად მამუკა ბახტაძემ განმარტოს. წინა ხელისუფლებას ასეთი მათრახით და კონვეინური წესით რომ ჰქონდა ფულის “ახევის“ მოქანიზმები ჩამოყალიბებული, ამიტომაც შეიცვალა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ჩაწერა სახელი