რეზონანსი
(14.06.2018)

 მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძემ 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 20 ათასი ლარი შესწირა.სწორედ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს:

"ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს, ბატონი მამუკა ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. ჩვენთის მთავარია, რომ ვიცით მისი პრინციპები, ღირებულებები, ვიცით გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს მამუკა ბახტაძე, ამაში დარწმუნებულები ვართ. აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გადაწყვეტილება პრემიერად დასახელებაზე. 

ბატონი მამუკა რამდენიმე თვე ფინანსთა მინისტრი იყო, თუმცა მან შეძლო ამ მცირე დროში რამდენიმე ინიციატივის წარდგენა, რომელმაც შეძლო სერიოზული პოზიტიური ძვრები ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაში", - განაცხადა კობახიძემ.

ჩაწერა სახელი