რეზონანსი
(14.06.2018)

 2018 წლის 4 აპრილის ფინანსური დეკლარაციის ანგარიშის მიხედვით, მამუკა ბახტაძის საკუთრებაშია მცხეთაში, კოსმონავტების ქ. 14-ში მდებარე 355,05 კვ/მ-ის ფართის და ასევე მცხეთაში, კოსმონავტების ქ. 14- ში მდებარე 670 კვ/მ ფართის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მან 2016 წელს საჩუქრად მიიღო.

მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებითვე, მამუკა ბახტაძეს "თიბისი ბანკის" ანგარიშზე ერიცხებოდა 6,02 ლარი, "საქართველოს ბანკში" ანგარიშზე 8540,89 ლარი; ასევე "საქართველოს ბანკის" საკრედიტო ანგარიშზე 0,73 ლარი და "ვითიბი ბანკის" ანგარიშზე 131,04 ლარი. მის დეკლარაციაში არ ფიქსირდება წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რაიმე ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი.

36 წლის მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ასევე ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს.

მინისტრის პორტფელი მან 2017 წლის 13 ნოემბერს ჩაიბარა. იქამდე 2013 წლის აპრილიდან იკავებდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას. მამუკა ბახტაძე 2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო.

ჩაწერა სახელი