რეზონანსი
(14.06.2018)

 სკოლის დამამთავრებელი კლასის გამოსაშვებ საღამოზე მიმავალი ახალგაზრდები ავარიაში მოყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, გვირაბთან ახლოს მოხდა. 

მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. პოლიციამ ადმინისტრაციული დარღვევა დააფიქსირა და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოკვლევა.

ჩაწერა სახელი