რეზონანსი
(14.06.2018)

 "საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა. საქართველო არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა, ხოლო ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა. თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამისთვის, საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი და ყველა იდეის კონსოლოდიცია. მე დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, - ეს არის მამუკა ბახტაძის პირველი კომენტარი პრემიერის კანდიდატის რანგში.

მას ქვეყნის განვითარებისთვის რამდენიმე პუნქტიანი გეგმა აქვს:

„პირველი - ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროპულ სივრცეში სრული ინტეგრაცია.

მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით, ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს. შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიურ მდგომარეობას შორის.

მესამე - მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავდროულად მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით.

მეოთხე - განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა.

ჩაწერა სახელი