რეზონანსი
(14.06.2018)

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც ამ წუთებში მმართველი პოლიტიკური გუნდი ახალი პემიერ-მინისტრის კანდიდატზე მსჯელობს, „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ.

დაზარალებულები სკანდირებენ, „გამოდი, გამოდი" და ისინი ბიძინა ივანიშვილთან ითხოვენ შეხვედრას.

ისინი ხელისუფლებას ზარალის სრულად ანაზღაურებას სთხოვენ.

„ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა.

ჩაწერა სახელი