რეზონანსი
(17.04.2018)

 (რეზონანსი) სომხეთში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობამ 59-ს მიაღწია.

აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებების შენობების ბლოკირებას ამ დრომდე აგრძელებენ. ოპოზიციამ და ქუჩაში გამოსულმა ხალხმა ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება დააანონსეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.

სერჟ სარგსიანის კანდიდატურას პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი.

 

ჩაწერა სახელი