რეზონანსი
(17.04.2018)

 (რეზონანსი) თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვეფხია ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამოძიების მიერ საქმისთვის მინიჭებულ კვალიფიკაციას - მკვლელობის დამამძიმებელ გარემობებში ჩადენას არ ეთანხმება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„ვეფხია აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ. არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურორატურა ითხოვს პატიმრობას დღევანდელ სხდომაზე, თუმცა ჩვენ დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს, 20 ათას ლარს შევთავაზებთ", - განაცხადა ადვოკატმა.

 

ჩაწერა სახელი