რეზონანსი
(14.03.2018)

 (რეზონანსი) ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით დღეს აღარ გაიმართება.

მისი თქმით, რეზოლუციას შემდეგ კვირაში მიიღებენ.

"რეზოლუცია იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ პრინციპული და სამართლებრივად გამართული". - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას რეზოლუციის თავისი ვარიანტი ჰქონდა. ახლა ამ ვარიანტების შეჯერებაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, სიაზეც.

 

 

ჩაწერა სახელი