რეზონანსი
(14.03.2018)

 (რეზონანსი) ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, უახლოეს პერიოდში „Jazeera Airways"-ის მიერ თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისები დაიწყება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს განიხილავს, როგორც პერსპექტიულს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „Jazeera Airways" პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს, რაფიკ ბოგდადს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი, ქეთევან ალექსიძე.

 

 

ჩაწერა სახელი