რეზონანსი
(14.02.2018)

 (რეზონანსი) საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 4 იანვარს დაკავებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია.

„ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით. მისი დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩაწერა სახელი