რეზონანსი
(14.02.2018)

 (რეზონანსი) ბელარუსის მილიციის პოლკოვნიკის, ვლადიმერ ტიხინიას განცხადებით, დაკავებული ორი ქართველი „კანონიერი ქურდიდან" ერთს პატიმრობა, მეორეს კი იძულებითი დეპორტაცია ელოდება.

„ქარდავას წინააღმდეგ საქმე ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლითაა აღძრული. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, სულიკო შარიქაძეს, გადაწყვეტილება საქართველოში მისი იძულებითი დეპორტაციის შესახებ მიღებულლია,უახლოეს დღეებში ჩვენ მას ქვეყნიდან გავაძევებთ", - აღნიშნა ტიხინიამ.

ბელარუსის შსს-ს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მინსკის ეროვნულ აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე,17 იანვარს - გელა ქარდავა(„გელა გალსკი"), 18 იანვარს კი - სულიკო შარიქაძე("სულიკო თბილისკი") დააკავეს.

 

ჩაწერა სახელი
დემი (14.02.2018)
აქ არ გვჭირდება ქურდები