რეზონანსი
(13.01.2018)

 (რეზონანსი) ჩეხეთის მოსახლეობა პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბანზე მისულ მოქმედ პრეზიდენტს, მილოშ ზემანს ნახევრად შიშველი აქტივისტი დაესხა თავს შეძახილებით "პუტინის მონავ" და ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდა.

ინცინდენტი დაცვის სამსახურმა განმუხტა.

პოლიციამ ფემინას ორგანიზაციის წევრი 48 საათით დააკავა და ხულიგნობის ბრალდება წაუყენა.

საარჩევნო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, კენჭისყრა გუშინ დაიწო და დღეს დილიდან განახლდა.

პირველი პირის პოსტის დასაკავებლად 9 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მთავარ პრეტენდენტებად მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი - ირჟი დრაგოში მიიჩნევიან.

ჩაწერა სახელი