რეზონანსი
(13.01.2018)

 (რეზონანსი)19 წლის დავით ტორიაშვილის მკვლელობის დეტალები ცნობილი გახდა, სასტიკ დანაშაულში ბრალდებული 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურია.

როგორც „კვირის პალიტრა" საქმის მასალებზე დაყრდნობით, წერს, მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. იმ საბედისწერო დღეს დათო ტორიაშვილი ორთაჭალაში, წითლანაძის 19 ნომერში სტუმრად მივიდა. სწორედ იქ ჰქონდა ქისტაურს ნაქირავები ბინა, სადაც მოხდა მკვლელობა.

მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, ქისტაურმა ტორიაშვილს სანადირო თოფით ესროლა.

თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა, კარისკენ წასულიყო, მაგრამ კართან მისულს ბრალდებულმა კიდევ ერთი ტყვია ესროლა. შემდეგ კი დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ყელი გამოჭრა.

გამოძიების მასალების მიხედვით, ქისტაურს გვამის გადამალვაში არც ერთი მეგობარი არ დახმარებია.

მოკლული ბიჭი დამნაშავემ ხევში გადააგდო, შემთხვევის ადგილი მოასუფთავა და სისხლიან ნივთებს, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა.

19 წლის ბიჭის სადისტური მკვლელობის თვითმხილველებს, რომლებმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, სამართალდამცავებმა ბრალი წაუყენეს და დააკავეს.

ჩაწერა სახელი