რეზონანსი
(13.01.2018)

 (რეზონანსი) ესპანეთის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები 6 საცხოვრებელი ბინის ძარცვისთვის გასამართლდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დანაშაული ეჭვმიტანილებმა ქალაქ ალიკანტეში ჩაიდინეს, ხოლო 4 - მადრიდში.

საქართველოს მოქალაქეების დაკავება 28 დეკემბერს ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის შემდეგ დაიგეგმა.

მაშინ სამართალდამცველებმა მძარცველების ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს და დიდი რაოდენობით თანხმა და ძვირფასეულობა ამოიღეს.

ჩაწერა სახელი