რეზონანსი
(13.01.2018)

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილისა მისი ბიზნეს პარტნიორის, ვიტალი მალკინის სარჩელი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო საფინანსო ორგანიზაციას, Credit Suisse- ს ეხება, ორშაბათს, 15 იანვარს ჟენევაში განიხილავენ.

ივანიშვილი და მელკინი ბანკს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, მიყენებული ფინანსური ზარალი კი $150 მილიონს შეადგენს.

საქმეზე ივანიშვილის პარტნიორი უკვე მეორე წელია დაკავებულია. მოსარჩელეთა მთავარი ინტერესი სეკვესტრირებულ ანგარიშებზე განთავსებული $80 მილიონია.

უცნობია, აღნიშნული თანხა ივანიშვილის ანგარიშზე ჩაირიცხება თუ Credit Suisse-ის ბალანსზე გადავა.

საქმეზე პარალელური გამოძიება შვეიცარიაში, სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდის კუნძულებზეც მიმდინარეობს.

შვეიცარული მედიის ინფორმაციით, საქმის განხილვაზე დასასწრებად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამგზავრებას არ აპირებს, მაგრამ რუსეთის ყოფილი დეპუტატი და ოლიგარქი, ვიტალი მალკინი პროცესს უნდა დაესწროს.

ჩაწერა სახელი