რეზონანსი
(13.01.2018)

 (რეზონანსი) აბაშაში მოკლული 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს პოლიცია და მყვინთავები სამი დღეა მდინარე რიონში უშედეგოდ ეძებენ.

სამუშაობი დღეს დილით ისევ განახლდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობა მას შემდეგ გაიხსნა, რაც მოკლულის ოჯახმა თვითმხილველისგან შეტყობინება მიიღო ირაკლი კეკელიას მკვლელობაზე.

სავარაუდოდ, წერილშივე ეწერა ბრალდებულების სახელები, რომლებიც პოლიციამ დაკითხა. ერთ-ერთმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები გუშინ დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში მცხოვრები ირაკლი კეკელია 31 დეკემბერს გაუჩინარდა.

ჩაწერა სახელი