რეზონანსი
(13.01.2018)

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 9 თვის ორსულ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

ჩაწერა სახელი