რეზონანსი
(31.12.2017)

 (რეზონანსი) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი ქალაქ ზაქათალაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი გაზით მოწამვლა გახდა. ცხედრები დღეს აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც გადარჩა.

ჩაწერა სახელი