რეზონანსი
(31.12.2017)

 (რეზონანსი) თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირებისა და სტამბოლში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით, 20 პირი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლის სამ რაიონში ჩატარდა. როგორც მედია ამტკიცებს, დაკავებულებიდან რამდენიმეს „ისლამური სახელმწიფოს" რამდენიმე ლიდერთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა

სამართალდამცავების ცნობით, ტერორისტები აფეთქების მოწყობას სტამბოლში საახალწლო ღონისძიებების დროს აპირებდნენ.

ჩაწერა სახელი