რეზონანსი
(31.12.2017)

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილა 2017 წელი შეაფასა და მომდევნო წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, 2017 წელს საჭირო გახდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა.

"გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის დაცული. ეს დაცვა გვიწევდა სრულიად ხელოვნურად ინიცირებული პროცესის, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. კონსტიტუცია არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ, არც მე და გამოვიყენე ვეტოს უფლება. ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით, ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია ვიდრე ველოდით მანამდე. ვსაუბრობ პარამეტრებზე, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით.

„2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლებაზე, რომელიც გულისხმობს იმის გააზრებას, რა უნდა ვაკეთოთ, ამ ძირითადზე შევთანხმდეთ და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთ უფრო გაერთიანებულად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჩაწერა სახელი