რეზონანსი
(31.12.2017)

 (რეზონანსი) თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ერთმანეთს რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

შსს-ს ცნობით, გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათივე ინფორმაციით, დაღუპული არიან მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები და მძღოლი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჩაწერა სახელი