რეზონანსი
(07.12.2017)

 (რეზონანსი) გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო უწყებებმა დღეს მუშაობა დაასრულეს და „თბილსერვის ჯგუფმა" ტერიტორია დაასუფთავა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან, თბილისის მერიის ლაბორატორია საცხოვრებელ კორპუსს შეამოწმებს და დაადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების ნორმებს.

კალაძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ კორპუსი ავარიულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება.

„თუ სერიოზული პრობლემები იქნება და სახლი ავარიულია, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ სამუშაოებს, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. რაც შეეხება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დავიწყებთ ამის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც იქნება სრული სურათი შემოწმების შემდეგ",- განაცხადა კალაძემ.

ჩაწერა სახელი