რეზონანსი
(07.12.2017)

 (რეზონანსი) „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის მიღებას მიესალმება. ამის შესახებ ბურჯანაძემ „რია ნოვოსტის" განუცხადა.

„მე, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება რუსეთს უხელმძღვანელოს. ის მართლაც ადამიანია, რომელმაც რუსეთი ფეხზე დააყენა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

გუშინ პუტინმა განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.

 

ჩაწერა სახელი