რეზონანსი
(07.12.2017)

 (რეზონანსი) თბილისის მერიაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს კვირაში ორჯერ - ხუთშაბათს და პარასკევს მიიღებს და მოუსმენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვირაში ორჯერ განახორციელებს მოქალაქეების და შესაბამისად, მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი კვირიდან, დილით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეხვედრების გამართვა შესაძლებელი იქნება.

ჩაწერა სახელი