რეზონანსი
(07.12.2017)

 (რეზონანსი) 2017 წლის 30 ნოემბერს სახალხო დამცველმა ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციით მიმართა და დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს გადაწყვეტილება კანონსა და მისსავე ადრინდელ პრაქტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის.

საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაწესებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელსაც სხვადასხვა საკითხის ობიექტურად შესწავლისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა . 

აღნიშნულ პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017-2018 წლების სასწავლო გეგმით, აქცენტი მთლიანად წარსულ პერიოდზე გადაიტანეს.

ჩაწერა სახელი