რეზონანსი
(07.12.2017)

 (რეზონანსი) პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის" ლიდერმა, ისმაილ ხანიამ განაცხადა, რომ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოუღო.

მან პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ მოუწოდა.

„ხვალ ჩვენი ხალხის აჯანყება დაიწყება ოკუპაციის წინააღმდეგ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ჩვენი წმინდა მიწის გათავისუფლებით დასრულდება. ერთიანი იერუსალიმი მთლიანად პალესტინის დედაქალაქია".- აღნიშნა ხანიამ.

ჩაწერა სახელი