რეზონანსი
(07.12.2017)

 (რეზონანსი) 2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განსხვავებული შეხედულების ნიშნით შევიწროებისა და პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლები სსიპ თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან. 

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სკოლაში შევიწროების ფაქტები ხშირი იყო, დირექტორი შეურაცხყოფას აყენებდა მასწავლებლებს, უთვალთვალებდა გაკვეთილის მსვლელობისას და მოსწავლეების თანდასწრებით აკნინებდა მათ ავტორიტეტს.

სახალხო დამცველმა სამინისტროს მოუწოდა, რომ 67-ე საჯარო სკოლაში აღმოფხვრას საათების განაწილების დისკრიმინაციული პრაქტიკა ,შეიქმნას თანასწორი და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო.

ჩაწერა სახელი