რეზონანსი
(07.12.2017)

 (რეზონანსი) ქართველი მსაჯის, ილო ტუღუშის მეუღლემ ქმრის გარდაცვალების საეჭვო დეტალებზე ისაუბრა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რასაც ტუღუშის მეუღლე არ ეთანხმება.

მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსაჯს სახლში მიაკითხეს, სადაც დაძაბული საუბარი შედგა და ფიგურირებდა თანხა, 5 ათასი ლარის ოდენობით.

„დამამუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ვტოვებ ძმაკაცებს, ისინი მოუვლიან შენ ქმარსო",- განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

 

 

ჩაწერა სახელი