რეზონანსი
(14.11.2017)

 (რეზონანსი) თბილისში, მთვრალი მამაკაცი ყოფილ ცოლს და მის მშობლებს დანით თავს დაესხა, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს დანა ხუთჯერ დაარტყა, მათ შორის ერთხელ - თავში.

სამივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მამის მდგომარეობა მძიმეა.

ოჯახის ახლობლების თქმით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია. გარდა ამისა, მას ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით, სსკ-ს მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნტი მიმდინარეობს.

 

ჩაწერა სახელი