რეზონანსი
(14.11.2017)

 (რეზონანსი) გიორგი გახარია დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მას, სამინისტროში ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დახვდა.

მღებრიშვილი გახარიას სამინისტროში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. ახალი მინისტრი მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნო.

გახარია შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

 

 

ჩაწერა სახელი