რეზონანსი
(14.11.2017)

 (რეზონანსი) თურქეთში, მიგრანტების არალეგალურ გადაყვანაში ეჭვმიტანილი საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.

თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ეგეოსის ზღვაში 45 მიგრანტი დააკავა, რომლებიც საბერძნეთის კუნძულებამდე მიღწევას ცდილობდნენ.

თურქული მედიის ცნობით, რეზინის ნავში მყოფი 22 მიგრანტი ბოდრუმის სანაპიროსთან აღმოაჩინეს. ისინი ბოდრუმში ჩაიყვანეს და სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარეს.

გარდა ამისა, ფეთჰიეს ყურეში 23 მიგრანტი დააკავეს, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბოდა.

ჩაწერა სახელი