რეზონანსი
(14.11.2017)

 (რეზონანსი) თიანეთის არჩეული მერი თამაზ მეჭიაური, რომელიც საქმიანობას გუშინ შეუდგა, აცხადებს, რომ ბიუჯეტი ფაქტობრივად ცარიელი დახვა.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, პრობლემებს შორის, ყველაზე თვალსაჩინო წინასწარ ათვისებული თანხები და მერიის ავტოტრანსპორტის საგანგაშო მდგომარეობაა.

„სოციალური დახმარებებისთვის გათვალისწინებული თანხები მთლიანად ათვისებულია. ასევე პრაქტიკულად, დახარჯულია კულტურული ღონისძიებებისთვის, მათ შორის, საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო თანხები. ასევე, მთლიანად ათვისებულია წარმომადგენლობითი ხარჯები. ავტოტრანსპორტი კატასტროფულ მდგომარეობაშია და საექსპლუატაციოდ ფაქტობრივად, უვარგისია", - განუცხადა მეჭიაურმა „აი-პი-ენს".

არჩეული მერი სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს, რაშიც დახმარებისთვის არასამთავრობო სექტორს მიმართავს.

მეჭიაურმა თიანეთის მერის არჩევნებში 1 ხმით გაიმარჯვა.

 

ჩაწერა სახელი