რეზონანსი
(14.11.2017)

 (რეზონანსი) თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა. 45 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 40-მა დაუჭირა მხარი.

ტყემალაძემ პირველ რიგში ახლად არჩეულ დეპუტატებს 21 ოქტომბრის არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებსა და თავმჯდომარეს.

მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან 40 "ქართულ ოცნებას", 5 წევრი "ნაციონალებს", 3 "ევროპულ საქართველოს", 2 კი "პატრიოტთა ალიანსს" ეყოლება.

წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს გიორგი ალიბეგაშვილი იკავებდა.

 

ჩაწერა სახელი