რეზონანსი
(10.11.2017)

 (რეზონანსი) ქუთაისში, ბალახვანში ავტოავარიის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს გზაზე შეშა გადაჰქონდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

"ურმით შეშა მიჰქონდა სახლში ამ დროს დაეჯახა მანქანა," - ამბობს თვითმხილველი.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ჩაწერა სახელი