რეზონანსი
(10.11.2017)

 (რეზონანსი) სომხეთის პროკურატურამ ქართველ კოლეგებს 14 სქეტემბერს ერევანში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ძებნილი ორი პირის ექსტრადაციის მითხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „АрмИнфо" სომხეთის გენერალური პროკურორის გორ აბრამიანის მრჩეველზე დაყრდნობით ავრელებს.

„ადრე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ 29 ოქტომბერს მჭიდროდ თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი ფართომასშტაბიანი ოპერაციული და ეფექტური ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო მონაწილეები ტუფენკანის სასტუმრო ალბერტ ბლბულიანი (1982) და არმენ კარადავიდოვი (1984) დაიჭირა. ამ ეტაპზე განიხილება ბლბულიანის და კარადავიდის სომხეთში ექსტრადირების პროცედურა", - განაცხადა პოლიციამ.

ცნობისათვის, 14 სექტემბერს ერევნის ცენტრში, „ტუფენესკანის" სასტუმროში ორმხრივი სროლა მოხდა. რაფიკ ხაჩატრიანმა, ალბერტ ბლბულურმა და არმენ კარადავიდოვმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გარიკ მოსინიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მოქალაქე დაშავდა.

22 სექტემბერს ერთ-ერთი ეჭვმიტანილმა რაფიკ ხაჩატრიანი დააკავეს. ხოლე ბლბულიანი და კარადავიდოვი ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

ჩაწერა სახელი