რეზონანსი
(10.11.2017)

 (რეზონანსი) პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯერ არ გადაწყვეტილა სად გააგრძელებს მუშაობას დავით ნარმანია, თუმცა ამბობს, რომ ის გუნდში რჩება.

"ის ამ წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ, ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს. დღეს მან წარმოადგინა ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში და ნამდვილად ბევრი აქვს მას საამაყო.

„მათ შორის პეკინის გამზირი და პუშკინის ქუჩაზე აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა და ესტაკადა, რომელიც იქ დამონტაჟდა. გაკეთდა ახალი ბაღები და ა.შ. ნარმანია რჩება გუნდში და, რა თქმა უნდა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

ჩაწერა სახელი