რეზონანსი
(10.11.2017)

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისია, თვითმმართველი ქალაქის/თვითთმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს ავრცელებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 12 ნოემბერს, დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

„ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ",- ამბობენ ცესკოში.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

08:30

12:30

17:30

20:30

ცესკოს ინფორმაციით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

ჩაწერა სახელი