რეზონანსი
(10.11.2017)

 (რეზონანსი) ბაქოში ბიზნესცენტრ „AFEN Plasa"-ს შენობაში ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცეცხლის კერა შენობის მეექვსე სართულზე გაჩნდა და ზედა სართულებზეც სწრაფად ვრცელდება.

ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.

ამ დროისთის დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

 

ჩაწერა სახელი