რეზონანსი
(10.11.2017)

 (რეზონანსი) აზერბაიჯანის მოთხონვით, ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა.

უფრო კონკრეტულად კი, წითელი ცირკულარით იძებნება 42 წლის ჰუსეინ ჰამოევი, 43 წლის რამაზ ლეშკაშელი, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილი, 43 წლის ზაურ გივიაშვილი და 53 წლის ემილ გაჯაევი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყველა მათგანი აზერბაიჯანში 2017 წლის აგვისტოში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმესთანაა დაკავშირებული.

გამოძიების ცნობით, ეს პირები ხაზარის რაიონის დასახლებაში მცხოვრები ირადა ალიევას სახლში შეიჭრნენ, გაკოჭეს მოახლე და სეიფიდან 44 ათასი დოლარი და 117 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული წაიღეს.

 

ჩაწერა სახელი