რეზონანსი
(12.10.2017)

 (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საპრეზიდენტო ვეტოს და მოტივირებული შენიშვნების განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ კონსტიტუცია ერთპარტიული არ არის.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობას მოტივირებული შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდა.

„მოტივირებულ შენიშვნებზე დათანხმების შემთხვევაში, დღევანდელი უპრეცენდენტო ვითარება იძლევა შანსს, რომ ერთპარტიული კუთვნილებიდან კონსტიტუცია გადაიქცეს მთელი პოლიტიკური სპექტრის, მთლიანად საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობის კუთვნილებად" , - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა ანა დოლიძის და პრეზიდენტის დამოკიდებულება კონსტიტუციის ერთპარტიულობასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტს მხარი ხუთმა პარტიამ დაუჭირა.

ხვალ რიგგარეშე პლენარული სხდომაა მოწვეული, სადაც უმრავლესობა ვეტოს დაძლევას და ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას აპირებს.

ჩაწერა სახელი