რეზონანსი
(12.10.2017)

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ისევ გააკრიტიკა. მან ამერიკელ ჟურნალისტებს „უპატიოსნოები" უწოდა. „მედია ძალიან ცუდია, ეს ძალაინ უპატიოსნო ხალხია" , - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „Fox News"-თან ინტერვიუში.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლებიდან უმეტესობა ნეგატივზეა ორიენტირებული. „მე მათ ყალბს ვუწოდებ. ძალიან ბევრია ყალბი ახალი ამბავი" , - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ჟურნალისტებს არ უნდა ჰქონდეთ ყველაფრის გამოქვეყნების უფლება.

„ამაზრზენია, რომ მედიას აქვს საშუალება დაწეროს ყველაფერი, რაც კი სურს. ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. როდესაც თქვენ უყურებთ ახალ ამბებს, ვერ ხვდებით სად არის სიმართლე და სად არა. თუმცა, როდესაც შენზე იწერება რამე ტყუილი, მაშინვე ხვდები, რომ ცრუ ინფორმაციასთან გაქვს საქმე" , - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია „NBC"-ის რეპორტაჟმა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ შეხვედრაზე ტრამპმა აშშ-ის ბირთვული არსენალის გაათმაგება გადაწყვიტა. თავად ტრამპმა, ასევე პენტაგონის ხელმძღვანელმა ამ ინფორმაციას სიცრუე და „ყალბი ახალი ამბავი" უწოდა.

ჩაწერა სახელი