რეზონანსი
(12.10.2017)

 (რეზონანსი) ინტერნეტტელევიზია „POSTV"-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილზე გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის. ამის შესახებ ვიდეომიმართვას რამიშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს.

შალვა რამიშვილის ინტერნეტტელევიზიამ თბილისის საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციიდან გაავრცელა ვიდეო, სადაც ზაალ უდუმაშვილი ერთ-ერთ აქტივისტზე ამბობს, რომ პოლიციამ საკრებულოში „შეათრია", ხოლო „POSTV"-მ გაავრცელა, თითქოს „ენმ"-ის თბილისის მერობის კანდიდატი ასე „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს მიმართავდა.

10 ოქტომბერს საკრებულომ თბილისში ორი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებდა. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ, შენობის წინ დაპირისპირების დროს კი ოპოზიციის რამდენიმე წევრი და აქტივისტი დააკავეს.

შსს დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელთა მოთხოვნის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. მეორე სასამართო განხილვა 17 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ჩაწერა სახელი